25 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპოლიციო ღონისძიებები ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება. პროკურატურა ჩხრეკას ატარებს ისანში, ჰოლ-ბრუკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაშიც.

ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაციის იურისტები.

ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, გამოძიება 194-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

"სასამართლო განჩინებაა გაცემული ჩხრეკის თაობაზე. მიმდინარეობს გამოძიება 194-ე მუხლით ანუ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ფულის გათეთრება, მეორე კი 180-ე მუხლი ანუ თაღლითობა," - ლიკა ბითაძე. 

დღის ამბები