25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო - შალვა თადუმაძე უგულავას სარჩელზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართელე შალვა თადუმაძე, მის წინააღმდეგ, სტრასბურგში წარდგენილი სარჩელზე გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც თადუმაძე წერს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით, მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო:

"გიგი უგულავას, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი და ძირითადად ემყარებოდა ჩემს უდიპლომობას, არაკვალიფიციურობას, პოლიტიკურ აფილირებას, გენერალურ პროკურორობას და ამ საქმის მოსამართლეობას. სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი და მტკიცებულება, რომელიც ზემოთხსენებულ რომელიმე გარემოებას ადასტურებს.

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით, მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ერთადერთ საკითხზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტება გააკეთა, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი.

მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელ უგულავას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება თუ რატომ აყენებდა ეჭვქვეშ თადუმაძის ობიექტურობას, უმჯობესი იყო თადუმაძეს, როგორც მოსამართლეს არ მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა, მით უფრო, რომ განაჩენი შეიცვალა განსასჯელის საუარესოდ," - აღნიშნავს  შალვა თადუმაძე. 

თავად მოსარჩელე გიგი უგულავა კი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი მის სასარგებლოდ გამოიტანა. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

დღის ამბები