25 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში, ნიკა გვარამიას უნდა "გამარჯვების კოალიციასთან" ერთად მონაწილეობდეს პროცესში - ამაზე საუბარი შეიძლება - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას კვლავ უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს საარჩევნო პროცესში და თუ სურვილი აქვს, "ამაზე საუბარი შეიძლება". სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის თქმით, გვარამიას 4 დღის წინ ესაუბრა და ის ფიქრობს, რომ ცალკე მეტის გაკეთება შეუძლია ოპოზიციური პროცესისთვის.

"წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს - "დროას", "გირჩს" და ზურას, ასევე - ნიკა გვარამიასაც. მე დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში, ნიკა გვარამიას კვლავ უნდა "გამარჯვების კოალიციასთან" ერთად მონაწილეობდეს პროცესში. თუ მას ამის სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება. ოთხი დღის წინ ვესაუბრე ნიკა გვარამიას, თუმცა ეს მხოლოდ მეგობრული საუბარი იყო," - აცხადებს მანჯგალაძე. 

ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ მას ყველა პროდასავლურ პარტიასთან აქვს კონსულტაცია, მათ შორის - ნიკა მელიასთან, ელენე ხოშტარიასთან, ზურა ჯაფარიძესთან და "ლელოსთან".

"პირველად მესმის პაატა მანჯგალაძის ეს განცხადება. არ ვადასტურებ. არავითარი მოლაპარაკებები "სტრატეგია აღმაშენებელთან" არ დამიწყია. ყველა პროდასავლურ პარტიასთან კომუნიკაცია მაქვს. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვინც თვითონ დაადასტურა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია, ესენი არიან: ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები