25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს.

მისივე თქმით, ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს.

"საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 9 თვეა დარჩენილი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივიდან, არსებითად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ეს ეხება არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არამედ, არჩევნების დღეს, არამედ ასევე მთელს საარჩევნო კამპანიას, რომელიც ნელ-ნელა იწყება. რა თქმა უნდა, საარჩევნო მონიტორინგი იქნება აბსოლუტურად აუცილებელი. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ევროკავშირი მხარს ვუჭერთ რეპუტაციის მქონე, პატივსაცემ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგში, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროცესის უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება. მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები