25 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი" მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისისა და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანისა და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, ტერევენკოსა და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავასა და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ფრანგულიანისა და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აღნიშნულია "თელასის" განცხადებაში.

დღის ამბები