კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული 2 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ და გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს.
შეკრებილები უნივერსიტეტის რექტორს ულტიმატუმსაც უყენებენ, დააფიქსიროს პოზიცია დაკავებული ლექტორების საქმეზე. სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტის შენობაში შევიდა და კანცელარია დაიკავა.
"მაისის სტუდენტური მოძრაობის" აქტივისტები ძირს სხედან და აცხადებენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, სანამ რექტორის პოზიციას არ მოისმენენ.