25 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 4,3 მლნ-ს გადააჭარბა, მზარდია ტურისტული ნაკადები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 30%-ით - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ იმსჯელეს.

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, 2023 წელი გამორჩეული იყო. მისივე თქმით, აჭარამ შეძლო, სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან. 

სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს სამიზნე ქვეყნებში განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმებზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე, იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგია კვლავ იქნება, გახდეს აჭარა მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.

2023 წელს ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებმა ქვეყანაში შეადგინა 3.3 მილიარდი დოლარი, რაც გულისხმობს 30% - ით მატებას. აჭარის რეგიონში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ, პირველად, 4,3 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში ვიზიტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, გაზრდილია +25.3%-ით. მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც - მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20%-ით. აჭარაში აქტიურად გაგრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.

დღის ამბები