25 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას თურქი დეპუტატების 4-საათიანი ცხარე დებატები უძღოდა წინ. შვედეთი, განაცხადზე თანხმობას, თურქეთის პარლამენტისგან წელიწადზე მეტხანს ელოდა.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი, საბოლოოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ბოლო დაბრკოლება უნგრეთი იქნება.

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა. იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ რატიფიცირების პროცედურას უნგრეთიც მალე დაასრულებს.

დღის ამბები