25 ნოემბერი 2024,   21:57
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსის ფორუმს შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე არიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები