25 ნოემბერი 2024,   22:01
ვრცლად
"რეიკიანესის ნახევარკუნძული შეიძლება ხშირი ამოფრქვევების პერიოდში გადავიდეს" - ისლანდიაში ვულკანმა რამდენიმე სახლი გაანადგურა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, ვულკანიდან ლავის ნაკადი თითქმის შეჩერდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რამდენიმე სახლი განადგურდა. ოფიციალური პირების თქმით, დანარჩენ ისლანდიას საფრთხე არ ემუქრება.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, გრინდავიკის მახლობლად ვითარება "ძალიან შემსუბუქდა". ვულკანოლოგმა ევგენია ილინსკაიამ განაცხადა, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძული შეიძლება გადავიდეს ხშირი ამოფრქვევების პერიოდში და ამოფრქვევები, შესაძლოა, მოხდეს ყოველ რამდენიმე თვეში ან წელიწადში ერთხელ, ათწლეულის ან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოუტირის თქმით, ამოფრქვევა იყო "შავი დღე მთელი ისლანდიისთვის".

დღის ამბები