25 ნოემბერი 2024,   22:00
ვრცლად
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს - შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან შსს-ს თანამშრომლები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.

უწყების მათივე ცნობით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ხმაურია ნატა ფერაძის სახლთან, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ჭოველიძის ქუჩაზე პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც "ალტ ინფოს" წევრებმა შეკრება დააანონსეს. მიზეზი კი სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები გახდა.
ნატა ფერაძემ გუშინ სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც საღებავი ჰქონდა შესხმული. "ალტინფოს" წევრები ფერაძის სახლთან აქციას მართავენ და მომხდარზე რეაგირებას ითხოვენ. ნატა ფერაძის სახლს სამართალდამცავები იცავენ.
დღის ამბები