25 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
"დინამო თბილისი" 7-მა ფეხბურთელმა დატოვა

"დინამო თბილისი" 7-მა ფეხბურთელმა დატოვა. საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს, იქამდე კი გაირკვა, რომ ზორან მარუ-შიჩი, გაგი მარგველაშვილი, მუსა სანგარე, დენის ბუშნია, ვატო არველაძე, ლუკა ლაკვეხელიანი და გიორგი ხარაიშვილი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავენ.

"დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, მომავალი წლიდან შემადგენლობის დაკომპლექტებისას, ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება.

"დინამო თბილისმა" ბოლო სეზონი ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე დაასრულა და კონფერენს-ლიგის პლეი ოფის ზონაში მოხვდა.

დღის ამბები