25 ნოემბერი 2024,   22:02
ვრცლად
კობი-გუდაურის გზაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს - რა რეჟიმით შეუძლიათ ავტომობილებს გადაადგილება

კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. თოვის და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. მიმოსვლას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

მესტიის გზაზე კი გადაადგილება სრულად აღდგა. კლდოვანი მასის ცვენის გამო, ამ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე 2 დღის წინ ჩამოწვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები