25 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ვინ არის "შეფების ლიგის" გამარჯვებული - გრანდიოზული პრიზისთვის ირაკლი მაკასარაშვილი და გიორგი მღვდელაძე იბრძოდნენ

კურიერის დაწყებამდე, "რუსთავი 2-ის" მაყურებელმა ყველაზე გემრიელი გადაცემის ფინალი იხილა. "შეფების ლიგის" გრანდიოზული პრიზის - ბინის მოსაპოვებლად, ირაკლი მაკასარაშვილი და გიორგი მღვდელაძე იბრძოდნენ.

დავალება რთული იყო: მკაცრი ჟიურისთვის მათ საახალწლო ვახშამი უნდა მოემზადებინათ. გამარჯვებულის ტიტული საბოლოოდ, ირაკლი მაკასარაშვილს ერგო, საჩუქარი კი მას "მონოლით ჯგუფის" წარმომადგენელმა გადასცა.

უსაჩუქროდ არც მეორე ფინალისტი დარჩა. შეფების ლიგის პირველი სეზონის მონაწილეებმა ფინალამდე გრძელი, გასტრონომიული გზა გაიარეს. ორ გუნდად დაყოფილი 12 მონაწილე, სხვადასხვა თემატური კერძით ცდილობდა ჟიურის გულის მოგებას. გადაცემისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არხის ხელმძღვანელობამ მეორე სეზონის შესარჩევი კასტინგი უკვე დააანონსა.

დღის ამბები