სამებაში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ იქადაგა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ქრისტესშობის დღესასწაულს და ახალ წელს არამხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით შეეგებონ.
"დღეს, გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტეს შობის წინა კვირა. წმინდა ეკლესია გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის და ამიტომ, დღეს, წაკითხული იყო პირველი თავი მათეს სახარებიდან, სადაც უკვე მოთხრობილია იესო ქრისტეს შობის შესახებ. იესო ქრისტე გვამხელდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ არ განგვიკითხავდა, ვინაიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარდით ჩვენ. გაიხსენეთ წმინდა სახარება და სწორედ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს მოაქვს ეს საოცარი მშვიდობა, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე. "მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან" და მხოლოდ მაშინ მოდის ეს სიხარული სულიწმიდაში. ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს, არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ შვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც ჩვენ მოგვამადლა უფალმა ჩვენმან იესო ქრისტემ, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანამამით და სულიწმინდიტურთ, აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ", - თქვა მეუფე შიომ.