ახალი წლის დღეების ფარგლებში, ბათუმში ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე მოწყობილია საახალწლო სოფელი.
იმართება ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ამასთან გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის.
პარალელურად ემზადებიან გალა-კონცერტისთვის, რომლითაც ზღვისპირა ქალაქი ახალ 2024 წელს შეეგებება.