პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონს 8 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა. ტრანსპორტი ოთხ მუნიციპალიტეტს: ამბროლაურს, ონს, ცაგერს და ლენტეხს მოემსახურება. ავტობუსები ქალაქში, სოფლებსა და მუნიციპალიტეტების ცენტრებს შორის ივლიან.
ცნობისთვის, საახალწლო ღონისძიებებზე დასასწრებად, ადგილობრივ მოსახლეობას, ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.