25 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 108 ადამიანი

უკრაინის მიერ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 108 ადამიანი.

ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა 22 საცხოვრებელი კორპუსი, დიდი რაოდენობით კომერციული საკუთრება, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ასევე, 100-ზე მეტი მანქანა, მათი უმეტესობა დაიწვა.

მისი თქმით, ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ "უკრაინა ტერორისტული აქტების განხორციელებაში, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა წაახალისეს".

დღის ამბები