მსოფლიო საახალწლო სამზადისშია. ახალი წელი, პირველად კუნძულ კირიბატიზე ,სამოასა და აღდგომის კუნძულზე ორ საათში დადგება. 2024 წლის შემოსვლას, ერთ-ერთი პირველი, დაახლოებით სამ საათში, ახალი ზელანდია იზეიმებს.
ოკლენდში გრანდიოზული ფეიერვერკისა და ლაზერ შოუსთვის ემზადებიან. ახალი ზელანდიის შემდეგ, ძველ წელს გრანდიოზული ღონისძიებებით გააცილებს ავსტრალია. სიდნეი ფერადი ლაზერ შოუსთვის ემზადება. ყველაზე გვიან 2024 წელს, ბეიკერის და ჰოუ-ლენდის კუნძულებზე იზეიმებენ.