"ახალი წლის დღეები" რეგიონებში გრძელდება - სადღესასწაულო ღონისძიებებს თერჯოლა მასპინძლობს. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკვერში მოწყობილია საშობაო სოფელი, ასევე გასართობი სივრცეები როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
ღონისძიებას კონცერტი და ფოერვერკი დაასრულებს.