25 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"არცერთი კომპანია არ ეთანხმება მოკვლევის შედეგებს და ყველა კომპანია წავა სასამართლოში" - ილონა კოკიაშვილი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ილონა კოკიაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არცერთი კომპანია არ ეთანხმება და თითოეული მათგანი, სიმართლის დასამტკიცებლად, სასამართლოში იჩივლებს.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ გახმოვანებულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"არცერთი კომპანია არ ეთანხმება ამ მოკვლევის შედეგებს და თითოეული მათგანი, ყველა კომპანია წავა სასამართლოში, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ყველა დოკუმენტური დადასტურება, ამ ჯაჭვში ჩართული ყველა მათგანი, თავის მხრივ, ვალდებული იქნება, ფაქტების შესახებ სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები", - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა

"ონკოლოგიური პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ კარტელური გარიგება" - ასე აფასებს ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ხელოვნურად გაძვირებას. 

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფარმაცევტული კომპანიების თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება იქნება.

დღის ამბები