25 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
29 დეკემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცაცხვების, ინტენსიფიკაციის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები