მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ცენტრალური მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მეწარმეებიც.
ადგილობრივ პატარებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ თოვლის ბაბუას და დასაჩუქრდნენ. საღამოზე მოწვეულები არიან ზღაპრის გმირები და ანიმატორები, ღონისძიება კი დასრულდება გალა კონცერტით - გორელი მსმენელის წინაშე "ღამის შოუს ბენდი" წარდგება. საღამოს ფეიერვერკი დაასრულებს.