25 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
რატომღაც, წინასაარჩევნოდ მოუნდა კულტურისა და ხელოვნების ფონდის შექმნა - ქველმოქმედება მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც პოლიტიკაში არ ხარ - გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

"ლელოს" ლიდერის მიერ ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის მიერ საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება.

"ქველმოქმედება უნდა დაიწყო, როდესაც არ ხარ პოლიტიკაში, 5-10 წლით ადრე. ვინმეს რომ გაეგო, ხაზარაძემ ქველმოქმედება დაიწყო, მაშინ, როდესაც მიზანი არ აქვს პოლიტიკური ქულების დაწერა, აი, მაშინ შეიძლება, რომ დაეჯერებინათ, არ არის წინასაარჩევნო ტრიუკები. ახლა, წინასაარჩევნოდ მოუნდა რატომღაც კულტურისა და ხელოვნების ფონდის შექმნა, არაგულწრფელია," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი პოზიცია აქვთ მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, "ასეთი საქმეები წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა წამოიწყო", რადგან დღეს ამ ყველაფერს "წინასაარჩევნო ელფერი" სდევს.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერმა ახალი ორგანიზაცია დააფუძნა. მისი განცხადებით, ფონდის დონორი იქნება ხაზარაძის ოჯახი და თანხა, იმ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების თავისუფლებას მოემსახურება.

დღის ამბები