აჭარაში ძლიერ ქარს მძიმე შედეგები მოჰყვა - ბათუმში მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა დაახლოებით 100-მდე მაქანა. სახურავის გარეშე დარჩენილია 10-მდე მაღალსართულიანი საცხოვრებელ სახელი. დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც დროებით დენი შეზღუდვით მიეწოდებოდა მოსახლეობას.
ძლიერმა ქარმა ბულვარში, პარკსა და სკვერებში დააზიანა ინფრასტრუქტურაც. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეაფერხა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიის ეპიცენტრში ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ზარალის შეფასება უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ბათუმის გარდა, სტიქიის შედეგებს ებრძვიან კახეთშიც. 20-მდე სახლი დაზიანდა ძლიერი ქარის გამო ყვარელში. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ინფრასტრუქტურულ ზარალს მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აუნაზღაურებს.
რთული ვითარება იყო გზებზეც. ქარბუქისა და ლიპყინული გამო დროებით აკრძალული იყო ავტომობილების გადადგილება გომბორის უღელტეხილზე. დღის მეორე ნახევრიდან, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდვა მოიხსნა და ამ დროისთვის, თელავი-გომბორი-ვაზიანის მიმართულებით გზა თავისუფალია.