25 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
თელავი-გომბორი-ვაზიანის მიმართულებით ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აღდგა

თელავი-გომბორი-ვაზიანის მიმართულებით ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთზე გზა სრულად არის გაწმენდილი, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით.

უამინდობის გამო თბილისის მიმართულებით მოძრაობა გვიან ღამით აიკრძალა. შუამთის მონასტერთან ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

დღის ამბები