საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, "სტუდენტური საახალწლო ფესტივალი" გაიმართა.
ფესტივალი თეატრალური წარმოდგენით გაიხსნა და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა გააერთიანა. მოეწყო, თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საქართველოში წარმოებული ღვინის დეგუსტაცია. საღამო საზეიმო კონცერტით დაიხურა.