ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საზეიმო ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. მუსიკალური და გასართობი პროგრამის შემდეგ, ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ, სოფო გელოვანმა, გიორგი სუხიტაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ანი კეკუამ და ჯგუფმა "ირიაომ"მიიღო.
ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.
საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.