25 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს - ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს.

ჩვენ მოგისმინეთ თქვენ, ყურად ვიღეთ თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ეს ნიშნავს იმედს", - წერს რობერტა მეცოლა.

დღის ამბები