25 ნოემბერი 2024,   21:58
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა, 23 ივნისის კი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით მიმართა.

დღის ამბები