ერთი კვირა ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოცხადებამდე - მმართველი გუნდის მსგავსად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოლოდინიც პოზიტიურია.
"სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური მაქვს, თუმცა მთავარი პრობლემა არის ორბანის ვაჭრობა ევროკავშირთან, რაც საქართველოსაც უშლის ხელს, რადგანაც პაკეტში არის ყველა ქვეყანა, რომელიც გაფართოების მოლოდინშია,"- აღნიშნავს "საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.