25 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
 შემდეგი კვირის შეკრება მიეძღვნება კომპლექსური საკითხების განხილვას, ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ათ ქვეყანას, იმედი მაქვს, მიღებული იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება - თომას მიულმანი

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივა იყო ისტორიული მომენტი და გადაწყვეტილება:

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივა იყო ისტორიული მომენტი და გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სვლას ევროპულ გზაზე. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, საქართველო გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპულ ოჯახში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. შემდეგი კვირის გადაწყვეტილება და შეკრება მიეძღვნება რთული და კომპლექსური საკითხების განხილვას - ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ათ ქვეყანას. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება," - აღნიშნავს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი.

დღის ამბები