25 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"თეატრი სახელოსნო 42" პრემიერისთვის ემზადება

"თეატრი სახელოსნო 42" პრემიერისთვის ემზადება. "დირიჟორი" - ასე ჰქვია რონალდ ჰარვუდის ორმოქმედებიან პიესას, რომელსაც მაყურებელი 8 საათზე იხილავს. ხელოვნების მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, ნაცისტური იდეოლოგიისგან გათავისუფლების სურვილი, ძალაუფლების გადანაწილება 3 ძლიერ სახელმწიფოს შორის - ლევან წულაძის დადგმაში არა ერთი პრობლემაა წამოჭრილი, რომელიც დღევანდელობასაც ეხმიანება.

მთავარი მოქმედება კი დაკითხვის ოთახში ხდება, სადაც მსახიობების მიერ გადმოცემული არა ერთი ემოცია იყრის თავს. როგორი იყო სამყარო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და რა როლი აქვს ხელოვნებას მსოფლიო წესრიგის დამყარებაში - მაყურებელმა ამ კითხვებს პასუხი დღეს 8 საათზე უნდა გასცეს. დადგმაში გამოცდილ მსახიობებთან ერთად დრამაში ახალბედა მსახიობებიც მონაწილეობენ.

დღის ამბები