25 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
5 დეკემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ურიცკის, სამრეკლოს, ბუხაიძის, ტირიფონის, დოქის, კუმისის, ანთელავას, შურდულის, თოიძის, სუნდუკიანის, მაზნიაშვილის და ჭოხონელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზის, ფერმწერთა და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები