"რუსთავის 2-ის" პროექტ "X ფაქტორიდან" ამერიკული ვოისის ტოპ თორმეტეულში. ნინი ბრეგვაძე, იგივე ნინი აირისი, რომელმაც ჟიური რამდენჯერმე დაადუმა და უძლიერესი კონკურენტები ჩამოიშორა. ქართველ მომღერალს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა.
ამერიკულ ვოისში ისმოდეს ხმა საქართველოდან მარტივი არ არის. ნინი ბრეგვაძე, იგივე ნინი აირისი - პროექტის ტოპ 12 - ეულშია. დღეიდან ამერიკულ "ვოისში" ლაივ შოუები იწყება, სადაც ნინი ბრეგვაძის მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება.
ნინი ბრეგვაძის ბავშვობის ოცნება მაშინ ახდა, როდესაც ვარსკვლავური ჟიურის - ჯონ ლეჯენდის, გვენ სტეფანის, ნაილ ჰორანის და რება მაკენტაირის სკამები ერთდროულად შემოტრიალდა. ქართველი მომღერალი ვარსკვლავად და პოტენციურ გამარჯვებულად შეაფასეს. ბრმა კასტინგის შემდეგ, რინგზე მეტოქე ღირსეულად დაამარცხა. ნოკაუტის ტურში შესრულებული პერფორმანსით ჟიური კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. ამის შემდეგ 12 მონაწილის შესარჩევი "ფლეიოფი" წარმატებით გაიარა. საბოლოოდ კი, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე შეაბიჯა - დღეიდან ამერიკულ "ვოისში" ლაივ შოუები იწყება, სადაც ნინი ბრეგვაძეს მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება.
მომღერალს ემიგრანტების იმედი აქვს. ხმის მიცემა კი ნიუ-იორკის დროით 10 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
100 მომღერალში ნინი აირისი დღეს უკვე საუკეთესოთა შორის არის. მომღერალს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გულშემატკივრობის იმედი აქვს. პირველ ლაივ შოუს მაყურებელი დღეს "ენ-ბი-სის" პირდაპირ ეთერში იხილავს.
ამერიკულ "ვოისამდე" იყო ქართული. შემდეგ "რუსთავი 2-ის" პროექტი "ნიჭიერი", საიდანაც მაყურებელმა ნინი ბრეგვაძე გაიცნო და შეიყვარა. ამის შემდეგ ამერიკაში რთული მოგზაურობა დაიწყო. 7 წლის შემდეგ ნინი მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე მეგაპროექტის მონაწილეა.
მოხვდება თუ არა ნინი ბრეგვაძე 8 საუკეთესო მონაწილეს შორის და ნახევარფინალში, ამას მაყურებელი რამდენიმე საათში გადაწყვეტს.