25 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ინფლაციის შემცირება განაპირობა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ - ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ გამოწვევის დაძლევა - ვახტანგ ცინცაძე

ნოემბერში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0,1% შეადგინა. სტატისტიკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0,2 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა.

მთავრობის ეკონომიკური გუნდში ამბობენ, რომ მონაცემები უკვე თითქმის ნულს უტოლდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველომ სხვა ქვეყნებზე ადრე მოახერხა გამოწვევის დაძლევა.

"აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათისა და მედიკამენტების ჯგუფებზე, რაც ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენ. აქვე, უნდა აღინიშნოს, ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვევით შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. ინფლაციის შემცირება განაპირობა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ და ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ ამ გამოწვევის დაძლევა", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

დღის ამბები