25 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი", "დროა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" - ეს ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფებაა, ქართველი ხალხი ამას კიდევ ერთხელ ეტყვის უარს არჩევნებზე - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები - "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი", "დროა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფებაა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქიული გავლენები შემცირდეს.

"ეს ყველაფერი არის მავნე გავლენა ოლიგარქიული მმართველობისა ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, ეს გავლენა შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში. ამ პროცესებს "ნაციონალურ მოძრაობაში" აქვს მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა და არანაირი შინაარსობრივი მნიშვნელობა. აქ არ არის დავა ღირებულებებზე. "ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე მოძალადე პარტიად დარჩება, როგორიც იყო, ასევე რჩება ისეთივე კორუმპირებულ პარტიად, ისევე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედად რჩება, როგორიც იყო. აქამდე, "სტრატეგია აღმაშენებელი" გამოეყო ვითომ, ახლა ისევ შეუერთდნენ. გამოეყო "ლელო", "გირჩი", "დროა" - ეს არის ფარსი, ღირებულებით ისინი არიან ერთნი. "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი", "დროა", "ლელო" "სტრატეგია აღმაშენებელი" - ეს არის ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც არის ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი, ქართველი ხალხი ამას ეტყვის კიდევ ერთხელ უარს არჩევნებზე," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები შეფასების საგანია მმართველ პარტიაში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, პროცესები ისე მიდის, რომ შესაძლოა ენმ მალე დაშლის პირას აღმოჩნდეს.

"სანამ ბატონი ხაბეიშვილი თავის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრებოდა, ტრაპზე არ იყო ასული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ორგანიზაცია თვალსა და ხედს შუა დაეშალა. მე ვვარაუდობ, სანამ უკან დაბრუნდება, ნახევარი "ნაციონალური მოძრაობა" გაქცეული იქნება პარტიიდან. ფიქრობდნენ ხელისუფლების დაშლას, თვითონ აღმოჩნდნენ დაშლილები, გადაყენებულები და გაძევებულები. საპნის ბუშტი, რომელიც ერთობლივად გაბერა აქეთ ხაბეიშვილმა და იქით მელიამ, თვალსა და ხელს შუა გასკდება. საპნის ოპერას ვუყურებთ ჩვენ თითქმის ერთი წელია," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები