ერთმანეთში შეზავებული ბგერა და ფერები - შალვა მატუაშვილის 40-მდე ფერწერული ტილო ერთ გამოფენად გაერთიანდა. "არტ გალერეა ნობლისში" მისულ სტუმრებს, ქართველი მხატვრის ალბომიც დახვდებათ, რომელიც პირად ისტორიებს ინახავს.
ხელოვნების მოყვარულებს საშუალება აქვთ, მხატვრის თვალით დანახულ რეალობა ახლოდან გაიცნონ.