25 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისა და მისი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული იაკუბ ხეირხაბაროვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა განმარტა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით დასაბუთებული იყო განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ადვოკატი კი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

46 წლის კაცს სახელმწიფო ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ხეირბაროვმა მიიჩნია, რომ ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა.

ფაქტი 28 ნოემბერს მოხდა. 46 წლის კაცი ჯაფაროვების სახლში შეიჭრა, ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე, იაშარ ჯაფაროვი კი ადგილზე მოკლა. ის ორდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები