საქპატენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, ახმეტაში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე იმსჯელეს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, "ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან“ და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზებას.
კანონის მოქმედი რედაქცია, 1999 წელს არის მიღებული და ის ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს.