26 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
“პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს ქვეყანას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციით“ - ირაკლი ქადაგიშვილი

“პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს ქვეყანას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციით“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

“კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავნიშნოთ არჩევნები. ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ კანონის მიერ მონიჭებულ ამ საშუალებას და ჩავნიშნავ არჩევნებს, რომ ახალ წლამდე მოხდეს ახალი პრეზიდენტის არჩევა. პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს ქვეყანას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციით. ვინ იქნება კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომ როდესაც ეს გახდება გადაწყვეტილი, ყველა გაიგებს,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები