საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე - 20-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის ასზე მეტი სპიკერი, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს ერთადერთი პანელი არ იქნება, სადაც სამდღიან უსაფრთხოების ფორუმზე საქართველო იქნება ნახსენები. ასევე, რამდენიმე პანელი დაეთმობა ევროკავშირის გაფართოების საკითხებსაც.
ბრატისლავაში შეკრებილი პირველი პირები იმსჯელებენ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც.