რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა. ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ერდოღანმა ხმების 52 პროცენტზე მეტის მიღება შეძლო.
შესაბამისად, ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მესამე ვადით იქნება. არჩევნების შედეგები ერდოღანმა მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა.
"ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი" - განაცხადა პრეზიდენტმა, კონკურენტს კი მოკლე ფრაზით მიმართა - "ნახვამდის, ქემალ".
არჩევნებში დამარცხება აღიარა თავად ქემალ ქილიჩდაროღლუმ.