26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ, ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე გაახილოს თვალები - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თბილისი სავსეა საქართველოს დროშებით და ის ადამიანები, ვინც ევროკავშირის დროშის საკითხი კრიტიკის საფუძველი გახადეს, უპასუხისმგებლოები არიან, მათი მიზანი კი ქართველი ხალხისთვის დღევანდელი დღის ჩაშლაა. 

"ეს არის ხალხი, რომელსაც არ აქვს აღქმა, რა არის დამოუკიდებლობა, რა არის თავისუფლება, რა არის სამშობლო, რა არის იყო პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, პოლიტიკოსი. ეს არის პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები. ამიტომ, არც კი ღირს ამ ადამიანებთან კამათში შესვლა. დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით და ეს უხარია ქართველ ხალხს.

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები. ვისაც არ უნდა რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს. მთავარი საკითხია, რომ მათ უნდათ რამენაირად ეს დღე ჩააშხამონ ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ამ დღეს. ბოლომდე ვიზეიმოთ, ეს დღე ჩვენია, არავის წავართმევინებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები