26 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

"ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებას და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში. ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში," - წერია ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. "გულწრფელად ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს და ვუგზავნით საუკეთესო სურვილებს. ქართველ ხალხს ვუსურვებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას! საქართველოს გაუმარჯოს!" - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე.

დღის ამბები