26 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
სინგაპურის სასამართლომ, Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლომ, Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაავალა, რაც ბანკის კიდევ ერთი მარცხია ქართველ მაგნატთან სამართლებრივ ბრძოლაში. ამის შესახებ bloomberg-ი წერს.

პარასკევს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd.-მა დაარღვია თავისი მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ იცავდა ტრასტის აქტივებს.

სასამართლომ მისი ზარალი 926 მილიონი დოლარით შეაფასა, ეს მაჩვენებელი შემდეგ 79,4 მილიონი დოლარით შემცირდა. თუმცა, სასამართლომ ასევე თქვა, რომ თანხა შეიძლება შეიცვალოს "იმისათვის, რომ არ მოხდეს ორმაგი აღდგენა“ იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს, ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილს ზიანის ანაზღაურება 600 მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა.

დღის ამბები