საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.
ასევე, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა არაერთი ფოტო-გამოფენა, კონცერტი, ასევე გაიმართება საჯარო ლექციები საქართველოს შესახებ.
ვაშინგტონის ხიდი, სტამბოლის ხიდი, ირლანდიაში ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინა საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდა საქართველოს დროშის ფერებით. "ჰეიდარ ალიევის ცენტრი" - ბაქოში, სლოვაკეთში-საქართველოს საელჩო, სტრასბურგში - ევროპის საბჭო, შვეიცარია - ბერნის მერიის თავზე დროშა აღმართა.