26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ბახმუტისთვის ბრძოლა რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდა, ქალაქი რუსული ძალების "ხორცსაკეპ მანქანად" იქცა - ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ამბობს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდა, ხოლო ქალაქი რუსული ძალების "ხორცსაკეპ მანქანად" იქცა.

ჯონ კირბის თქმით, მაისის დასაწყისში ვაშინგტონის მიერ ბახმუტში რუსული ძალების მსხვერპლის შესახებ გამოცხადებული მონაცემები ზუსტია, და მას შემდეგ რუსები ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტ ძალას კარგავენ.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ყურადღება გაამახვილა ვაგნერის ჯგუფის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონფლიქტურ ურთიერთობაზეც.

დღის ამბები