26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი კატარში - მაღალი რანგის დელეგატებს შორის არის საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით

კატარში დღეს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი იხსნება. მაღალი რანგის დელეგატებს შორის არის საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკვე დოჰაში იმყოფებიან. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პანელურ დისკუსიაზე იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრებიც.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არიან.

დღის ამბები