26 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში მხარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს

თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში მხარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ ოღანი ხელს მოაწერს 5 პუნქტიან პროტოკოლს.

მედიის ინფორმაციით, სინან ოღანმა მხარდაჭერის სანაცვლოდ თურქეთის პრეზიდენტს მოსთხოვა, არ შეცვალოს კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლი, აღკვეთოს კონსტიტუციიდან თურქული იდენტობის ამოღების მცდელობა, იბრძოლოს ყველა სახის ტერორიზმთან, განახორციელოს თავშესაფრის მაძიებელთა ეტაპობრივი დეპორტაცია და უზრუნველყოს მეტი მოქნილობა საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაში.

ოფიციალურ განცხადებას ოღანი დღეს გააკეთებს.

დღის ამბები